Tuesday, August 4, 2009

მკურნალობის გზები და საშუალებები

     ოკა–ს ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. დაავადების ეპიზოდური გამოვლინების და სრული გამოჯანმრთელების შემთხვევები შედარებით იშვიათია.

    ოკა–ს ახასიათებს მაღალი კომორბიდობა შემდეგ აშლილობებთან: დეპრესია, შფოთვა, ალკოჰოლიზმი/წამალდამოკიდებულება, კვებითი აშლილობები, დისმორფული აშლილობა.

   სხვადასხვა ავტორების მონაცემებით ობსესიურ–კომპულსიური აშლილობის მქონე პაციენტის 1/3–ს უვითარდება დეპრესიული მდგომარეობა (ხშირად მძიმე დეპრესია) და შესაბამისად მაღალია სუიციდური რისკი.

   აკვიატებულ მდგომარეობათა თანამედროვე თერაპია აუცილებლად გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას (ფსიქოთერაპია და ფარმაკო თერაპია). ამასთან, მთავარ ამოცანას წარმოადგენს შფოთვის რედუქცია, შინაგანი კონფლიქტის გადაჭრა და სტრესიდან გამოსვლის ეფექტური გზების მოძებნა. 

წყაროები:

წიგნი – ავლიპ ზურაბაშვილი: კლინიკური ფსიქიატრიის საკითხები

ინტერნეტი: http://www.moh.gov.ge

No comments:

Post a Comment