Saturday, July 25, 2009

რა სახის გამოვლინებები აქვს ადამიანს, რომელსაც ობსესიურ–კომპულსური აშლილობა აქვს


(იმის გამო რომ, ვიდეოს ჩაშენება ვერ ხერხდება, ამიტომ ვუთითებ საიტის ლინკს)

VIDEO

დაავადების ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს სხვადასხვა სახის აკვიატებები–ობსესიები და კომპულსიები, რომელთაც გააჩნიათ ზოგიერთი საერთო თვისებები:

1. სუბიექტის ცნობიერებაში აზრის ან იმპულსის ჩანერგვა ხდება დაჟინებით და ინტენსიურად;

2. ძირითადი გამოვლინებების თანმხლები შფოთვა და შიში იწვევს სუბიექტის მიერ საპირისპირო ღონისძიებების შემუშავებას, რაც მიმართულია აღმოცენებული აზრის ან იმპულსის წინააღმდეგ;

4. რამდენადაც მძაფრი და გამომწვევი არ უნდა იყოს ობსესიები და კომპულსიები, სუბიექტი მაინც აცნობიერებს მათ აბსურდულობას და ირაციონალიზმს;

5. სუბიექტი იტანჯება ობსესიების და კომპულსიებისაგან, აქვს ძლიერი სურვილი განთავისუფლდეს და წინააღმდეგობას უწევს მათ.

წყაროები:

წიგნი ავლიპ ზურაბაშვილი: "კლინიკური ფსიქიატრიის საკითხები"

ინტერნეტი: http://www.moh.gov.ge

ჩანაწერები რეზო კორინთელის სემინარებიდან

No comments:

Post a Comment