
1. განყენებული აკვიატება–უნაყოფო გრძნობა, ძალდატანებითი ფიქრი აბსტრაქტულ, ხშირად უაზრო პრობლემებზე. აკვიატებული თვლა, მოგონებები, სხვადასხვა თემების ძალდატანებითი გახსენება.
2. აკვიატებული შიშები– როცა ავადმყოფბს აქვს ყოვლისმომცველი ინტენსიური და გადაულახავი შიში, რომელიც იპყრობს მთელ მის არსებას. მიუხედავად შიშის უსაფუძვლობის და აბსურდულობის განცდისა, მისი კორეგირება ვერ ხერხდება.
აგროფობია–ღია სივრცის შიში, გიფსოფობია– სიმაღლის შიში, კლაუსტროფობია– დახურული სივრცის შიში, ანტროფობია– ხალხის შიში, კეტოფობია– საზოგადოების შიში, მიზოფობია– გაჭუჭყიანების შიში, თანატოფობია– სიკვდილის შიში, ტაფეფობია– ცოცხლად დამარხვის შიში, აიხმოფობია– წვეტიანი საგნების შიში, პანტოფობია– ყველაფრის შიში, ციტოფობია– საკვების მიღების შიში, ფოტოფობია– შიშების შიში.
3. ხატოვანი ანუ გრძნობადი აკვიატებები– სირცხვილის, სინანულის, დანაშაულის ემოციური განცდით შეფერილი არასასიამოვნო, სამარცხვინო აკვიატებული განცდები.
4. აკვიატებული მოქმედებები– სრულდება ნების საწინააღმდეგოდ და ფობიები თან არ ახლავს. აკვიატებული შიშების შედეგად ხშირად ყალიბდება რიტუალები–მოქმედებები, რომლებიც იძენენ "მაგიური" შელოცვის მნიშვნელობას. მიუხედავად პაციენტის კრიტიკული დამოკიდებულებისა ობსესიების მიმართ, ისინი ხორციელდება ამა თუ იმ შესაძლებელი უბედურებისაგან დაცვის მიზნით. რაიმე მნიშვლნელოვანი საქმის დაწყებამდე ავადმყოფმა აუცილებლად უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება, რათა გამორიცხოს წარუმატებლობა ამ საქმეში. რიტუალები შეიძლება გამოვლინდეს მაგალითად: თითების დაკაკულებით, რაიმე მელოდიის წამღერებით, გარკვეული სიტყვების წარმოთქმით, ან სხეულის გარკვეული მოძრაობით. რიტუალები კომბინირებული სხვა აკვიატებებთან ერთად წარმოადგენს საკმაოდ სტაბილურ სისტემას, რომელიც აღინიშნება ხოლმე წლების განმავლობაში. რიტუალებს– აკვიატებული მოქმედებებს აქვთ ფსიქოლოგიური დაცვის ფუნქცია. ცრურწმენებისგან განსხვავებით რიტუალების მიმართ პაციენტი კრიტიკულია, თუმცა მისი შესრულების შემთხვევაში გრძნობს შვებას.
5. იმპულსური ქცევები– არჩევენ იმპულსურ ქცევებს და იმპულსურ ლტოლვებს, რომლებიც ცნობიერების კონტროლის გარეშე ხდება და შეიძლება იყოს მწვავე და პერიოდული. იპყრობს ადამიანის აზროვნებას და ქცევას აკონტროლებს.
დრომომანია– ხეტიალის, კლეპტომანია– ქურდობის, დიფსომანია– ლოთობის, პირომანია– ცეცხლის მოკიდების ძლიერი სურვილი.
7. ობსესიური წარმოდგენები– ეს არის ნათლად წარმოსახული სცენები, ხშირად გააჩნია ძალადობის ან ზიზღისმომგვრელი ხასითი და მოიცავს მაგალითად, სექსუალური გაუკუღმართების შინაარსს.
9. აკვიატებული მსჯელობა ("აზრების ღეჭვა/ცოხნა) – ეს არის შინაგანი დებატები, ყოყმანი, რომლის დროსაც დაუსრულებლად ხდება არგუმენტების აწონ–დაწონვა, რაც ყოველდღიურ უმარტივეს მოქმედებებზეც კი ვრცელდება. აკვიატებული ყოყმანი იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტის მიერ შესრულებული მოქმედება აღიქმება, როგორც არასწორი ან დაუსრულებელი; შესაძლებელია ეს სხვა მოქმედებები ეხება სხვა ადამიანის მიყენების შიშს. ზოგჯერ ყოყმანი დაკავშირებულია რელიგიური კანონების და რიტუალების შესაძლო დარღვევასთან– "სინდისის ქენჯნა".
წყაროები:
ინტერნეტი: http://www.moh.gov.ge
ჩანაწერები რეზო კორინთელის სემინარებიდან
No comments:
Post a Comment