(იმის გამო რომ, ვიდეოს ჩაშენება ვერ ხერხდება, ამიტომ ვუთითებ საიტის ლინკს)
დაავადების ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს სხვადასხვა სახის აკვიატებები–ობსესიები და კომპულსიები, რომელთაც გააჩნიათ ზოგიერთი საერთო თვისებები:
1. სუბიექტის ცნობიერებაში აზრის ან იმპულსის ჩანერგვა ხდება დაჟინებით და ინტენსიურად;
2. ძირითადი გამოვლინებების თანმხლები შფოთვა და შიში იწვევს სუბიექტის მიერ საპირისპირო ღონისძიებების შემუშავებას, რაც მიმართულია აღმოცენებული აზრის ან იმპულსის წინააღმდეგ;
4. რამდენადაც მძაფრი და გამომწვევი არ უნდა იყოს ობსესიები და კომპულსიები, სუბიექტი მაინც აცნობიერებს მათ აბსურდულობას და ირაციონალიზმს;
5. სუბიექტი იტანჯება ობსესიების და კომპულსიებისაგან, აქვს ძლიერი სურვილი განთავისუფლდეს და წინააღმდეგობას უწევს მათ.
წყაროები:
წიგნი – ავლიპ ზურაბაშვილი: "კლინიკური ფსიქიატრიის საკითხები"
ინტერნეტი: http://www.moh.gov.ge
ჩანაწერები რეზო კორინთელის სემინარებიდან